|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხმაური და დაპირისპირება ქუთაისში - დაკავებულია 2 პირი

ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში, ბროსეს ქუჩაზე. თვითმხილველების თქმით, გვიან ღამით ერთმანეთს სამართალდამცველები და ბოშები დაუპირისპირდნენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია, თუმცა, ის შესაძლოა, არსებულ რეგულაციებს  მოყვა.

თვითმხილველების თქმით, სამართალდაცველები და მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწირდნენ. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის უფროსი.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩხუბში არ ფიგურირებენ სამართალდამცველები, დაპირისპირება ორ მოქალაქეს შორის მოხდა და ორივე ადმინისტრაციულად დააკავეს. საქმე 126 მუხლით არის ღძრული, რაც ცემას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი