|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე.ოქმის წინასწარ შევსების ფაქტზე ცესკო ეხმიანება

ქუთაისში, 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ შედგენილ შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებით ცესკოში განცხადება გაკეთდა.  

"ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის 124-ე საარჩევნო უბანზე ნაწილობრივ იქნა შევსებული საუბნო შემაჯამებელი ოქმი, რომელსაც უბნის 14 წევრი, მათ შორის სხვადასხვა პარტიების მიერ დანიშნული წევრები აწერენ ხელს. ოქმის ფოტო გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც. 

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს გადაცდომას და ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას ექნება შესაბამისი რეაგირება. ოქმი განადგურდება და საუბნო საარჩევნო კომისიას გადაეცემა ახალი შემაჯამებელი ოქმი. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს 124-ე საარჩევნო უბანშიშემაჯამებელ ოქმზე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიერ ხელმოწერების წინასწარ გაკეთების ფაქტზე. ხოლო საუბნო საარჩევნო კომისია ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ შემაჯამებელ ოქმს შეადგენს და მასზე ხელმოწერები გაკეთდება კანონით დადგენილი წესით.

 საარჩევნო ადმინისტრაციას ყოველთვის ექნება შესაბამისი რეაგირება მსგავსი ტიპის გადაცდომებზე და მოვუწოდებთ ყველა დონის საარჩევნო კომისიას დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ნორმები, რაც აუცილებელია კენჭისყრის პროცესის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვისთვის", - განაცხადეს ცესკოში.

შეგაცსენებთ,  ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში 124-ე საარჩევნო უბანზე. მას შემდეგ, რაც ოპოზიციის წარმომადგენელმა დააფიქსირა, რომ შემაჯამებელი ოქმი, რომელიც დღის ბოლოს უნდა შეივსოს, უკვე  შევსებული და მასზე ხელი მოწერილი იყო, საჩივარი დაწერა. აღსანიშნავია, რომ შევსებულ ოქმზე  ხელი მოწერილი "ქართულ ოცნებასთან" აფელირებულ კომისიის წევრებსქონდათ .

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ადგილი აქვს გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევას, უბნის წარმომადგენლის მტკიცებით, კი ეს მხოლოდ შეცდომა იყო, რომელიც საუბნო კომისიის მდივანს "გამოუცდელობით  მოუვიდა". 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა