საჩხერეში მოძრაობა "საქართველოსათვის" წევრებს კვერცხები დაუშინეს
ხმაური იყო საჩხერეში, სადაც "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები იმყოფებიან. მათ სურდათ ქალაქისთვის სიმბოლურად წრე დაერტყათ, ავტომობოლები გააჩერეს, რა დროსაც მოულდნელად სხვა ავტომობილებიდან კვერცხები დაუშინეს. რასაც ადგილზე ხმაური მოყვა.
აქტივისტები სამართალდცველებს დროული რეაგირებია და მათი უსაფთხოების დაცვისკენ მოუწოდებდნენ.
აქტივისტების თქმით, ერთ-ერთი ვინც კვერცხები ისროლა ჭიათურის მერი მოდებაძეა
ამ წუთებში აქტივისტები ქალაქში დროშებით მოძრაობენ და სკანდირებენ "თავისუფლება მიშას". იქამდე კი ჭორვილაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ სოფელში შესვლის შესაძლებლობაა არ მიეცათ, რადგან ადგილზე დიდი რაოდენიბით სამართალდამცველები იმყოფებიდნენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა