"ხმაურის აქციას" ტაქსისტები გაბმული სიგნალებით შეუერთდნენ
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების უწყვეტ პროტესტს დღეს ტაქსისტები შეუერთდნენ. გაბმული სიგნალებით ქუთაისიდან გუმათში რამდენიმე ათეული ავტომანქანა ავიდა.
ტაქსისტები რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.
„ტაქსისტები სოლიდარობას ვუცხადებთ ხეობის მცველებს, ვცდილობთ ამ ფორმით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რიონის ხეობა არ უნდა დაიტბოროს“, - აცხადებენ ტაქსისტები.
შეგახსენებთ, დღეს რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტის 218-ე დღეა, ხეობაში გრძელდება „ხმაურის აქცია“, ჰესის მოწინააღმდეგეები გუმათში აღმართულ ხეობის გამყოფ რკინის ჯებირს აბრახუნებენ, რითაც ნამოხვანისკენ გზის გახსნას ითხოვენ.
ავტორი: ნიუპრესი