ხმოსნების 55 მანდატი, რომელიც საკრებულოს ოპოზიციონერ წევრებს ეკუთვნოდათ, „ქართულმა ოცნებამ“ მიითვისა
ქვეყანაში უწყვეტი პროტესტის ფონზე საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს. პრეზიდენტს ირჩევენ ხმოსნები. ოპოზიციის ბოიკოტის გამო საკრებულოებში ოპოზიციის კუთვნილი 55 მანდატიც ოცნებამ მიისაკუთრა და ჯამში მას 300-დან 211 ხმოსანი ჯყავს. ამ გასაოცარი დემოკრატიის პირიობებში ოცნების „ოპოზიციონერ“ კანდიდატს, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელს, ერთკანდიდატიან არჩევნებში გამარჯვება სრულად გარანტირებული აქვს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტის არჩევის ახალი წესი არის ისტორიული მომენტი საქართველოსთვის.
„ვინაიდან ოპოზიციამ საკრებულოების ნაწილში თავისი 55 მანდატი არ აითვისა, ის მანდატი გადანაწილდა უკვე „ქართულ ოცნებაზე“. ასე, რომ დღევანდელ კოლეგიაში „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობის გათვალისწინებით აქვს 211 წევრის ადგილი, ოპოზიციას 69 და ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.", - განაცხადა პაპუაშვილმა
კენჭისყრის პროცედურა 09:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათამდე გაგრძელდება. არჩევნებს ატარებს ცესკო. 14:00 საათზე ცესკო ჩაატარებს სხდომას, დათვლის ხმებს და შემდეგ უკვე იქნება შედეგების გამოცხადება.
ავტორი: