|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხობის ინციდენტის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

ხობში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული.

მკურნალი ექიმის გიგა სულაბერიძის თქმით, მისი მდგომარეობა უკიდირესად მძიმეა და მას თავის არეში მრავლობითი დაზიანება აქვს.

"პაციენტი ხობის კლინიკიდან გუშინ შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანება აქვს. გადმოცემით, პაციენტზე თავდასხმას ქონდა ადგილი. ჩატარებული კვლევებით დადგინა, ქალატვინის მძიმე ტრავმა. ტრავმული ინტრაცერებლური სისხლჩაქცევა. ქალაფუძის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. მისი მდგომარეობა რჩება უკიდურესად მძიმედ, არის მართვით სუნთქვაზე"-განაცხადა გიგა სულაბერიძემ.

მისი თმით, მას არ შეუძლია თქმა, პაციენტმა დაზიანება რა სახის ნივთისგან მიიღო, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს არ იყო ბასრი საგანი.

 შეგახსენებთ, მამაკაცმა 40 წლამდე მასპინძელი საკუთარ სახლში სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი ამავე ქუჩაზე მდებარე სხვა სახლში შეიჭრა და ქალს მძიმე საგანითავში ჩაარტყა. 

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. ადგილობრივების თქმით, ბრალდებულ ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი