|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხობში სპეცოპერაციის შედეგად ყოფილი ძალოვანი დააკავეს

 ხობში, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად  ყოფილი ძალოვანი ლექსო რაფავა ის იმერეთშია გადმოყვანილი.  

ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. წაღებულია მისი კუთვნილი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას უკვე წლებია, აქვს.

 "ნაციონალური მოძრაობაში მომხდარს არჩევნების მეორე ტურს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ პოლიციას 20-მდე დასაკავებელი ადამიანის სია აქვს, რომლებიც ოპოზიციის ხმებს იცავენ და არჩევნების გაყალბების სქემას შიფრავენ.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის ანი წითლიძის განცხადებით,  ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ხელყუმბარაც დაუდეს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა