"ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ახალგაზრდების მომართვიანობამ მოიმატა"
ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე ყოველწლიურად აღინიშნება. ამ დღეს ღონისძიებაში პაციენტები თავისი შესაძლებლობის და უნარების მიხედვით იღებენ მონაწილეობას.
წელსაც ტრადიცილიად კონცერტი მოეწყო. ღონისძიების თემა "ახალგაზრდები და ფსიქიკური ჯანმრთელობა ცვალებად სამყაროში" იყო.
"ტრადიციულად აღვნიშნეთ ეს დღე, ჩვენმა ბენეფიციარებამ საკუთარი ლექსები წაიკითხეს და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ცენტრში საგრძნობლად მოიმატა ახალგაზრდა პაციენტების მომართვიანობამ, რაც ძალიან სამწუხაროა. ფსიქიკური დარღვები სხვადასხვა მიზეზითაა გამოწვეული. სტრესი, თანამედროვე დაძაბული ცხივრების ნაწილი გახდა, ამას ემატება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ–სოციალური ფონი, რაც გარკვეულწილად მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე"–განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთლობის ეროვნული ცენრის კლინიკური მენეჯერმა იოსებ ნანეიშვილმა.
ღონისძიებას ცენტრის თანამშრომლები, პაციენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბენეფიციარების ოჯარის წევრები ესწრებოდნენ.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა