ხონის მერიაში იმდენი ადამიანია დასაქმებული, შეუძლებელია ისინი ფიზიკურად ეტეოდნენ შენობაში - ცამციშვილი
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში იმდენად არის ბიუროკრატია გაზრდილი, რომ რიგ შემთხვევაში შეუძლებელია ეს ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში - განაცხადა იმერეთის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, თემურ ცამციშვილმა,
მისი თქმით, მოთხოვნის მიუხედავად, ხონის მერია ამ ადამიანების სიას არ ასაჯაროებს.
“აუდიტის დასკვნის მიხედვით, ხონის ადგილობრივ თვითმმართველობაში იმდენად არის ბიუროკრატია გაზრდილი, რომ რიგ შემთხვევაში შეუძლებელია ეს ადამიანები ფიზიკურად ეტეოდნენ შენობებში და მათი უზრუნველყოფა ხდებოდეს კომპიუტერული ტექნიკით და ოთახებით. ჩვენ ვითხოვთ ამ ადამიანების სახელების და გვარების მოწოდებას, რაზეც პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით უარს გვეუბნება ადგილობრივი თვითმმართველობა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ეს ადამიანები რიგ შემთხვევაში ეს ადამიანები ზოგი საერთოდ არ არსებობს, ან მათი უმრავლესობა საარჩევნოდ არის მოსყიდული “ქართული ოცნების” მიერ საბიუჯეტო სახსრებით", - აცხადებს ცამციშვილი.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე სასამართლოსაც მიმართეს. როგორც ცამციშვილი აღნიშნავს, ხომის მერი არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი და ის ვალდებული მისი საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია საჯარო გახადოს.
„მოვუწოდებთ ადგილობრივ თვითმმართველობას, სასამართლოშიც გვაქვს საქმე შეტანილი, რომ საკრებულოს წევრი ვალდებულია იცოდეს ამ ადამიანების სახელი და გვარები, ასევე მერიაა ვალდებული, რომ საკრებულოს წევრს მიაწოდოს ამ ადამიანების სია. შევახსენებთ ქალაქის მერს, რომ ეს არ არის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი, ის არის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი და მისი საჯაროდ დასაქმებული ადამიანების სია ვალდებულია მოგვაწოდოს”, - განაცხადა თემურ ცამციშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი