|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა

 ხონისა და ვანის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა. 

ცესკოს ინფორმაციით, იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა  15 684  ხმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 57.86% -ს შეადგენს. ქართულმა ოცნებამ გამარჯვების შესახებ განცხადება საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გააკეთა. გამარჯვება უკვე იზეიმეს გივი ჭიჭინაძის შტაბში.

"დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის", - განაცხადა  გივი ჭიჭინაძემ.

შუალედური არჩევნების შედეგების მიხედვით, მეორე ადგილზე, გიორგი უგულავა - 10 404 ხმით გავიდა, რაც  38.38%-ს შეადგენს. 

ცესკოს ინფორმაციით, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გამართული საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები 60-ვე უბნის მიხედვით, 6 რეგისტრირებულ კანდიდატს შორის შემდეგნაირად გადანაწილდა:

№41 გივი ჭიჭინაძე 15 684 - (57.86%)

№2 გიორგი უგულავა - 10 404 (38.38%)

№42 ვასილ კოპალიანი 436 - (1.61%)

№23 მამუკა ტუსკაძე 399 - (1.47%)

№17 გიორგი ლილუაშვილი - 124 (0.46%)

№21 ზურაბ ქართველიშვილი - 59 (0.22%)

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი