ხონში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ 72 წლის კაცს ბრალს დღეს წაუყენებენ
ხონში გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
დაზარალებული ბავშვის ოჯახის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატი ნესტან ბაგათელია იცავს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მომხდარის დეტალებზე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს. ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და შედეგებს ელოდებიან.
72 წლის მამაკაცი გუშინ დააკავეს, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა