|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში კაცმა ყოფილი სიდედრი სანადირო თოფით დაჭრა

ხონში ოჯახური დავა დაჭრით დასრულდა. დევნილთა დასახლებაში ყოფილმა სიძემ სიდედრი დაჭრა.

 არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში სანადირო თოფით მივიდა და რამდენიმე გასროლა განახორციელა.

50 წლამდე ქალი კლინიკაშია გადაყვანილი, მამაკაცი ამ დროისთვის დაკავებული არაა.

მომხდარის მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მეუღლეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო და მამაკაცს ცოლის ცემის გამო პირობითი მსჯავრი ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი