|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონში ქალი ტურამ სახესა და ხელზე დაკბინა

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჯიხაიშში, ადგილობრივი ტურამ დაკბინა. შემთხვევა  გუშინ მოხდა.

ნანა მიქაძეს ტურამ სახის არესა და ხელზე უკბინა. მას ქირურგიული დახმარება დასჭირდა.

"მეზობლიდან მოვდიოდი, უცებ ბუჩქებიდან ტურა გამოვარდა, მეცა სახეზე და დამკბინა. ასევე დაზიანებები მაქვს ხელზეც,"- აცხადებს დაზარალებული.

ქალი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და იქ გაეწია სამედიცინო დახმარება.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ტურა და მგელი მომრავლებულია, რის გამოც საფრთხე ემუქრებათ და დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა