ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენას კახა კალაძე დაესწრება
ხვალ ქუთაისში "ქართული ოცნება" იმერეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს წარადგენს.
ღონისძიება 16:00 საათზე ბალახვანში გაიმართება. წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კანდიდატი კახა კალაძე დაესწრებიან.
წარდგენამდე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანრი ჯოხაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ბედია, სოფო ხალვაში, სალომე ბაკურაძე, ნუცა ბუზალაძე და რუსა მორჩილაძე მიიღებენ. კონცერტი ერთი საათი გაგრძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერობის კანდიდატად გიორგი ჭიღვარია დასახელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა



14:08
12:18
19:09
14:22
















