ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, დავადებ ვეტოს -სალომე ზურაბიშვილი
ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს - ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი, - ამიდს შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადებს,
„დღეს ვიყენებ ვეტოს კანონზე, რომელიც ეხება მოსმენებს და მოსმენების გაფართოებას და ამდენად ადამიანის უფლებების შეზღუდვას და ვიყენებ იმიტომ, რომ ეს უნდა იყოს ნიშანი, რომ მე არ ვეთანხმები და ასე მიიღეთ.
მე ვიცი, რომ იქნება დაძლეული და ეს არ შეცვლის შინაარსობრივად არაფერს, მაგრამ ამას ვიყენებ და ყოველ კანონს, რომელიც ამ 6 თვეში იქნება მიღებული არასწორი მიმართულებით, მე დავადებ ვეტოს - ეს არის პოლიტიკური ვეტო, ვიდრე სამართლებრივი იმიტომ, რომ არ შეიძლება ამ დღეებში საქართველოში მიღებული იყოს ისეთი კანონი, რომელიც კიდევ უფრო ავიწროებს ადამიანის უფლებებს, როდესაც პირიქით გთხოვენ, ამ მიმართულებით ჩვენ მეტი გარანტიები მივცეთ, ვიყოთ უფრო დემოკრატიული და უფრო ევროპული. ჩემი დღევანდელი სათქმელი ეს არის“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ავტორი: ნიუპრესი