ყოველდღიური ანალიტიკა - სიახლე თიბისის ბიზნეს ინტერნეტ ბანკში [R]
თიბისი ბანკი იურიდიული პირებისთვის განკუთვნილ ინტერნეტ ბანკში ახალ, მნიშვნელოვან ფუნქციონალს - ბიზნეს ანალიტიკას ამატებს. ბიზნეს ანალიტიკის საშუალებით მომხმარებლები ყოველთვიურ ან ყოველდღიურ ჭრილში ხარჯებს და შემოსავლებს უკეთ გააკონტროლებენ, რაც მათ დაეხმარებათ ფინანსური ანალიზის გაკეთებაში.
მათ, ვისაც თიბისი ბანკის პოს-ტერმინალი ან იკომერსი (ელექტრონული კომერცია) აქვს, შეეძლებათ გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და დააკვირდნენ ბიზნესის განვითარებას, ასევე გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და ა.შ.
ბიზნესს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება ფინანსური ანალიზი, კვლევები და დაკვირვებები საკუთარ კომპანიაზე და მომხმარებლის ქცევის შესწავლა. ბიზნეს ანალიტიკა ბიზნესებს ხელს შეუწყობს უფრო მოქნილად მართონ თავიანთი ფინანსები და ა.შ.
ბიზნესს განვითარებისთვის მუდმივად სჭირდება ფინანსური ანალიზი, კვლევები და დაკვირვებები საკუთარ კომპანიაზე და მომხმარებლის ქცევის შესწავლა. ბიზნეს ანალიტიკა ბიზნესებს ხელს შეუწყობს უფრო მოქნილად მართონ თავიანთი ფინანსები და განავითარონ საქმიანობა.
ავტორი: ნიუპრესი