|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, კრიმინალური ავტორიტეტები, დაშინება, მოსყიდვა"

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიგი წერეთელმა ბრიფინგი გამართა. წერეთელმა არჩევნების მიმდინარეობასა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ქუთაისში, მის ოლქში 1 000 ბიულეტენი გაბათილდა.

„ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული, კრიმინალური ავტორიტეტები, დაშინება, მოსყიდვა, მერიის დახმარებებით, რაც  ბოლო დღემდე გაგრძელდა, ასევე იყო მიჭრები უბნებზე.  1000-ზე  მეტი ხმა არის გაბათილებული ჩემს სამაჟორიტარო ოლქში და სავარაუდოდ, ამ ბიულეტენების უმეტესობა ჩემი ხმა იყო. ამიტომ საჩივრით მივმართეთ საოლქოს, ველოდებით რა გადაწყვეტილებას გამოიტანას საარჩევნო ადმინისტრაცია, გადაითვლის თუ არა თავიდან გაბათილებულ ბიულეტენებს, ამის შემდედ ვიმსჯელებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ“, -განაცხადა წერეთელმა.

მისი თქმით, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თბილისში მიდიან პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასასწრებად, შევლენ თუ არა „ნაციონალები“ პარლამენტში, ეს  ცესკოს მონაცემებზეა დამოკიდებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი