ყველა სქემა ვიცით, რომელიც ამოქმედებული აქვთ გაყალბებისთვის - ხატია დეკანოიძე
და ყველა მათგანი იქნება მხილებული. ჩვენ უბნებზე წარმოუდგენელი მობილიზაციით დავიცავთ თითოეულ ხმას - არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე ქუთაისის მერობის კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ქუთაისელებს და არამხოლოდ მათ, მიმართავს და არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს:
"ძვირფასო ქუთაისელებო, მობრძანდით არჩევნებზე ხვალ. ყველა ვინც ხმას აძლევთ ქუთაისში, აუცილებლად ჩამობრძანდით. ჩამობრძანდით იმისთვის, რომ ქუთაისში, წყალტუბოში, ბაღდათში, არა მხოლოდ, ადგილზე დააფიქსიროთ თქვენი ნება, რომელსაც ვერ აღუდგება ის გაყალბების მანქანა, რომელიც დღეს ამუშავებული აქვს ხელისუფლებას", - ამბობს დეკანოიძე.
ის გამოეხმაურა ფულის სანაცვლოდ, პირადობების ჩამორთმევის ფაქტსაც და განაცხადა, რომ ოპოზიცია ყველა ხმას დაიცავს.
ხვალ არჩევნების მეორე ტური იმერეთში 3 მუნიციპალიტეტში - ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი