|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაქარია ქუცნაშვილი მოსახლეობას ხვდება (R)

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბიჩნიგაურში ხილისა და კენკრის საშრობი საწარმო გაიხსნა. შპს “იბერია ფრუტსი“ რეგიონში ხილისა და კენკრის საშრობი პირველი საწარმოა, რომელიც USAID-ისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. საწარმოს გახსნას დაესწრნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძე, „ქართული ოცნებიდან“ დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი. „მაჟალოს, ასკილის და სხვა კენკროვანი ხილის საწარმო ბევრ ოჯახს მატერიალურ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი