ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა (R)
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი სპორტსმენებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისაუბრა ქართული სპორტის განვითარების შესაძლებლობებზე და იმედი გამოთქვა რომ ყოველწლიურად ინტერესი ქართული სპორტის მიმართ უფრო გაიზრდება.
„თქვენ, ქართველ სპორტსმენებს უდიდესი ამაგი გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე, მრავალჯერ ასახელეთ ჩვენი სამშობლო“,-აღნიშნა ქუცნაშვილმა. ამასთან, მისივე თქმით, მთავარი მიზანია, სწორედ სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციით დავძლიოთ ნარკომანია, როგორც 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მშვიდ წინასაარჩევნო გარემოსაც. „იმედი გვაქვს, რომ ეს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩაივლის და ყოველგვარი აგრესიისა და ძალდატანების გარეშე იქცევა იმ შეჯიბრად, სადაც, მხოლოდ ღირსეული კანდიდატები გაიმარჯვებენ. სპორტიც და პოლიტიკაც ძლიერ, ღირსეულ და კაცთმოყვარე ადამიანებს ეკუთვნით“,-აღნიშნა ქუცანშვილმა. შეხვედრის ინიციატორები იყვნენ ზურა ზვიადაური, მსოფლიო ჩემპიონი ავთო ცინცაძე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელი გია პაპიაშვილი, ძიუდოისტი თამაზ კარიაული.
ავტორი: ნიუპრესი