|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზაზა ფაჩულიას "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი კიდევ არსებობს

ზაზა ფაჩულია NBA ALL-STAR-ის სასტარტო ხუთეულში ვერ მოხვდა. წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების. დღეს გამოქვეყნებულ შედეგებში გულშემატკივრებთან ერთად, კალათბურთელთა და მედიის ხმებიც იქნა დათვლილი.

გულშემატკივართა 1 528 941 ხმით, ფაჩულია დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მაგრამ მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამის გამო ის სასტარტო ხუთეულს მიღმა დარჩა. მოთამაშეთა გამოკითხვაში ზაზა მე-12 ადგილზე გავიდა, მედიის გამოკითხვაში კი - მეათეზე. საბოლოოდ, 6,5 ბალით ფაჩულია დასავლეთის ფორვარდებში მეექვსე ადგილზე აღმოჩნდა.

გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება: აღმოსავლეთი კონფერენცია - კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.

დასავლეთი კონფერენცია - ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.

"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ. შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს ზაზას უშუალო მწვრთნელი, "გოლდენ სტეიტის" თავკაცი სტივ კერი გაწვრთნის და ახლა მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ქართველი "ოლ სტარში".

NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა