ზაზა ლომინაძე: „იმერი“ არის კარგი მაგალითი იმისა, როგორი წარმატებულია კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში
"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მერობის კანდიდატთან ერთად სამკერვალო ,,იმერში" დასაქმებულებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო თუ როგორ და რა პრინციპით მუშაობს საწარმო, სადაც ასეულობით ადგილობრივია დასაქმებული.
მისი თქმით, ,,იმერი" არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი სახელმწიფოს მხრიდან შექმნილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში.
,,სამკერვალო კომპანია „იმერს“ საუკუნოვანი ისტორია აქვს და მსუბუქი მრეწველობის ერთ-ერთი ფლაგმანია საქართველოში. საწარმომ თანამედროვე მოთხოვნებსაც კარგად აუწყო ფეხი. კომპანია წარმატებულად მუშაობს, დაკვეთებს ადგილობრივი ბაზრის გარდა საზღვარგარეთიდანაც გერმანია, იტალია, თურქეთი) იღებს. „იმერში” ასეულობით ჩვენი თანაქალაქელია დასაქმებული. ვნახეთ, როგორ პირობებში შრომობენ ისინი, რა პრობლემები აქვთ, მომავლის გეგმებზეც ვისაუბრეთ. „იმერი“ არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორი წარმატებული შეიძლება იყოს კერძო ბიზნესი სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოში და ამასთანავე, ისეთი გონიერი ხელმძღვანელის მმართველობით, როგორიცაა ქალბატონი მაია სიმონიძე. „იმერს“ ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ქუთაისისთვის და შეიძლება ითქვას, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი საიმიჯო სახელიცაა,"-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
ავტორი: ნიუპრესი