|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ზესტაფონი-ქუთაისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ სიმონეთთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა