ზესტაფონის სასამართლო0 თერჯოლის სკოლის პედაგოგის საქმეს განიხილავს
გაუშვებს თუ არა ციხეში მასწავლებლის სექსულურ შევიწროებაში ბრალდებულ თერჯოლის ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს მოსამართლე - ეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში რამდენიმე წუთში გაირკვევა.
პროცესი ამ წუთებში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. სხდომას თავად დაკავებულიც ესწრება.
ბრალდებული აცხადებს, რომ მის მიმართ ცილისწამება განხრციელდა და სავარაუდო მიზეზად სკოლაში მისი ადგილზე სხვის ინტერესებს ასახელებს.
პროკურატურა პედაგოგისთვის პატიმრობას და სასწავლო პროცესიდან ჩამოშორებას ითხოვს.
ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და შესაბამისად მისი მოთხოვნა იქნება, რომ აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული არ იყოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლიდან 2023 წლამდე პერიოდში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საჯარო სკოლის პედაგოგი თავის კოლეგასთან არასამსახურებრივ და არასასურველ კომუნიკაციას სისტემატურად ამყარებდა. კერძოდ, ბრალდებული დაზარალებულს დაჟინებით სთხოვდა სქესობრივ ურთიერთობას და კატეგორიული უარის მიუხედავად, მასთან დაახლოების მცდელობებს მაინც განაგრძობდა. დაზარალებული იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების ჩვეული წესი და სამსახურიდან ხანგრძლივ უხელფასო შვებულებაში გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიეღო. სკოლის პედაგოგს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ადევნება, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური ტანჯვა და ძალადობის გამოყენების შიში გამოიწვია) წარედგინა.
ავტორი: ნიუპრესი