ზესტაფონში მატარებლის ვაგონში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ზესტაფონში სატვირთო მატარებლის ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა, რასაც შუახნის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მატარებელი ფოთი-თბილისის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სრულად დაიწვა ერთი ვაგონი.
მათივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.
ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო.
ფოტო: არქივი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


13:34
21:45
16:48
17:26
21:51
















