|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. მათ გამოძიება დანაშაულში მონაწილეობას სხვადასხვა მუხლით ედავება.

დაკაცებული პოლიციელის უფლებადცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშმყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს. რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ნივთ-მტკიცების განადგურებას ედავეება.

დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარუდოდ, დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ,  ზესტაფონში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

31 წლის ვანო ბანცაძეს მიბჯენით ნასროლი ტყვია გულში აქვს მოხვედრილი.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა