|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზიარების წესი არ იცვლება, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება"

ქუთაის-გაენათის ეპაექიის მეუფის იოანე გამრეკელის თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება. მისი თქმით, ხვალ სინოდის სხდომას დაესწრება.

"ვალდებული ვარ, სინოდის სხდომას დავესწრო. ზიარების წესი არ იცვლება. ზიარება ჩვენი არ არის, უფალმა როგორც დაადგინა, ისე იყო, არის და იქნება", -განაცხადა მეუფემ.

რაც შეეხება სააღდგომო ღვთისმსახურების წესის ცვლილებას, მეუფე იოანემ განაცხადა, რომ ამაზე, აღდგომა დადგომის დროს იმსჯელებენ.

''ერთ რამეს ვერ ვიაზრებთ, რომ არის ერთი სულიერი, მარადიული ცხოვრება და არის წარმავალი განზომილება და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. შეიძლება, რაღაც საკითხებში ემთხვეოდეს და რაღაც საკითხებში არა, მაგრამ ეკლესია მარადიულ ღირებულებებს ემსახურება"- განაცხადა მეუფემ.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა