"ძირს ნაც-ქოცური დემოკრატია"- პარლამენტის წინ აქცია გაიმართა
„ძირს ნაცქოცური დემოკრატია"-ამ სლოგანით პარლამენტის წინ აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ კუბო მიიტანეს. მათი თქმით, თუ პარლამენტი მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასამარდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აქცია რიგგარეშე სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა, სადაც კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღება მიმდინარეობს.
კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი 23 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, პირველი მოსმენის მსგავსად, 115 ხმით მიიღო.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა