|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ძლიერი საქართველოს“ წარმიომადგენლები ვანში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარებას უწევენ

“ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერები ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, იმერეთში, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკით შევიდნენ და ვანის რაიონში, გარე სამყაროსგან მოწყვეტილ სოფლებს ჰუმანიტარულ და სამედიცინო საჭიროების ნივთებსა და საკვებს აწვდიან.  ინფორმაციას ოპოზიციური პოლიტიკური ძალის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, სტიქიის ზონაში გახსნილ საგანგებო შტაბს “ლელო- ძლიერი საქართველოს” ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. სამუშაოებში ჩართული არიან კოალიციის რაიონული ორგანიზაციები და აქტივისტები. 
 
მუშაობს ცხელი ხაზი.
ხდება ინფორმაციის მიღება-დამუშავება და კოორდინაცია ადგილზე მომუშავე მოხალისეობრივ ჯგუფებთან

ავტორი: