ზვიად შალამბერიძე ქართული ოცნების წევრებთან ერთად ზესტაფონში ამომრჩეველს შეხვდა
ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის დელეგატმა ზვიად შალამბერიძემ, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნინო წილოსანთან და „ქართული ოცნების“ ქუთაისისა და ზესტაფონის ქალთა ორგანიზაციის წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა ზესტაფონში, რომელსაც ზესტაფონის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატობის კანდიდატი ესწრებოდნენ.
დელეგატმა მადლობა გადაუხადა ქალთა ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას და გენდერულ ბალანსს. ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქალების როლი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტია. თითოეული ქალი თავისი საქმიანობით აძლიერებს ქვეყანას.
შეხვედრა ბატონმა ზვიადმა პრეზენტაციით დაასრულა, სადაც ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები წარმოადგინა და ისაუბრა მომავალ გამოწვევებზე. ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე, საზოგადოების მხარდაჭერით, ამ გამოწვევების დაძლევას შეძლებს და ჯეროვან გამარჯვებას იზეიმებს.
ავტორი: ნიუპრესი