ზვიად შალამბერიძე ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდა
- ზვიად შალამბერიძემ, მუნიციპალიტეტის მერ ვასილ გველესიანთან და მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძესთან ერთად, შეხვედრა გამართა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
- დელეგატმა მოსახლეობას გააცნო სამოქმედო გეგმა და ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და მასში თითოეული მოქალაქის აქტიური მონაწილეობის აუცილებლობაზე. ბოლოს კი თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გულთბილი დახვედრისთვის, აქტიური მოქალაქეობის, მმართველი გუნდის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ობიექტური შეფასებისა და მხარდაჭერის გამოცხადებისთვის.
- მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად შალამბერიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართულ ოცნებაზე“ მეტად შეეძლოს ქვეყნის წინსვლაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ფოკუსირება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა