|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზვიად შალამბერიძებ ზესტაფონში ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

ზვიად შალამბერიძემ, პირველ ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა ზესტაფონში.

შეხვედრაზე საუბარი იყო ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე, მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ პროგრამებსა და პროექტებზე, ასევე, ადგილობრივი ბიზნესის გაძლიერებისათვის აქტუალურ საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარებისთვის გაწერილ სამოქმედო გეგმებზე.

დელეგატმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა რეგიონში ეკონომიკური განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი იყო მათთან დიალოგი, მსჯელობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მოახლოებულ არჩევნებსა და მომავლის ხედვებზე, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.


ბატონმა ზვიადმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა, მათ შორის ეკონომიკური კურსი, მიმართულია სწორედ, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შენარჩუნებისკენ, რაც ქვეყნის განვითარებისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკანიანი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი ვასილ გველესიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 

ავტორი: ნიუპრესი