|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტალაქტიდები დამტვრეულია და მღვიმეში ლოდები ყრია"-ქუთაისში უნიკალური მღვიმე დააზიანეს

ქუთაისში რამდენიმე თვის წინ აღმოჩენილი მღვიმე დაზიანებულია. ინფორმაციას ექიმი ვახტანგ სიხარულიძე ავრცელებს. მისი თქმით,  დაზიანებულია სტალაქტიდები და მღვიმეში  ლოდები ყრია.

"ბოლოს მაისში რომ ვნახე, მცირედით იყო დაზიანებული, იმის შემდეგ არ ვყოფილვარ. რამდენიმე დღის წინ ვიყავი და გაოგნებული დავრჩი. სტალაქტიდები და სხვა ელემენტები დაზიანებულია, ძირს ყრია დაფიფქული ნაღვენთები. არ ვიცი რატომ დააზიანეს, ამბობენ, რომ ამ ელემენტებს ტურისტებზე ყიდიან და ათასი ვერსიაა. ფაქტია, დაზიანებულია მღვიმე. ლოდები ყრია, არ ვიცი ამოქოლვა უნდოდათ, თუ რატომ მიიტანეს. გადაადგილებაც შეუძლებელი გახდა. სირცხვილია, ძალიან სამწუხაროა, თუ ასე გაგრძელდა, აღარაფერი დარჩება სანახავი ბნელი ხვრელის გარდა.

შეიძლება უნიკალური ძეგლი არაა, მაგრამ ქუთაისისთვის მნიშვნელოვანია. ცოდოა ეს ქალაქი, ისედაც უფუნქციოდაა დარჩენილი და ჩვენვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ვახტანგ სიხარულიძემ.

მისი თქმით, ის სპეციალისტი არ არის და არ ფლობს ინფორმაციას, როგორ უნდა გადარჩეს მღვიმე, თუმცა თვლის, რომ თავდაპირველად მნიშვნელოვანია, განთავსდეს კარი, რაც მას დაიცავს. ამასთან, დაიდგას აბრა, სადაც დატანილი იქნება ინფორმაცია,  რომ ეს არის ძეგლი და დაზიანების შემთხვევაში  დაჯარიმდებიან. 

ჭახათას მღვიმის შესახებ საზოგადოებამ მიმდინარე წლის დასაწყისში გაიგო. მას შემდეგ, რაც ვახტან სიხარულიძემ მღვიმე ძაღლთან ერთად აღმოაჩინა. აღმომჩენი ახლა ეჭვობს, რომ ჯობდა ძეგლის შესახებ არც გაეხმაურებინა.

"აღარ ვიცი კარგია, თუ არა, რომ გახმაურდა. მეუბნებიან, რომ არ გაგვეხმაურებინა, უფრო დაცული იქნებოდაო. ვეღარ გავიგე, რომელი უკეთესია, ვფიქრობდით მღვიმე ძეგლის სტატუსს მიიღებდა და დაცული იქნებოდა. ვერ დავიცავით, გული მწყდება, ასეთი მღვიმე რომ განადგრდება", -განაცხადა მან. 

მღვიმის აღმოჩენის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები ჩავიდნენ. როგორც იანვარში "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადეს, გეოგრაფიის ინსტიტუტის და ადგილობრივების ინფორმაციით, მღვიმე არის ბუნების საოცრება და უნიკალური ადგილი. სააგენტოში ასევ ირწმუნებოდნენ, რომ მღვიმის განმეორებით შესწავლა დროში არ გაჭიანურდებოდა, თუმცა ამ დრომდე არ შეუსწავლიათ.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მღვიმეში ექსპედიციას აპრილში გეგმავდა, თუმცა, როგორც ჩანს, ადგილის შესწავლა არ მომხდარა. ამ დროსითვის სააგენტოში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. 

 

 "ბუნების საოცრება" - ქუთაისის ახლადაღმოჩენილი მღვიმის უნიკალურობას სპეციალისტები ადასტურებენ

ჭახათას მღვიმეში დაცული ტერიტორიების სააგენტო მორიგ ექსპედიციას გეგმავს

"ჭახათას მღვიმის სტატუსთან დაკავშირებით ინფორმაციას შესაბამისი კომისია სწავლობს"

ქუთაისში აღმოჩენილ მღვიმეს აფეთქება ემუქრება?

 

ავტორი: ნიუპრესი