1 აპრილიდან მართვის მოწმობების ნაწილი ძალადაკარგულად ჩაითვლება
2018 წლის პირველი აპრილიდან 2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობები იურიდიულ ძალა კარგავს. მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა 1 აპრილამდე შეეძლებათ. შეცვლის საფასური 15 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას. აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.
ავტორი: ნიუპრესი