|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 ყველაზე პოპულარული ადგილი ქუთაისში, სადაც მოქალაქეები ტაქსით მიდიან

სად მიემზგავრებიან ტაქსით ქუთაისში: ტოპ-10 ყველაზე მოთხოვნადი ადგილი ადამიანები ტაქსით სხვადასხვა შემთხვევაში სარგებლობენ: ზოგიერთი გვერდით მდებარე სახლამდე მისასვლელად, სხვები კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში. თუმცა, თითოეულ ქალაქს თავისი პოპულარული მარშრუტები აქვს.

ტაქსის გამოძახების სერვისმა „მაქსიმმა“ გააანალიზა მომხმარებელთა მგზავრობები და შეადგინა მაღალმოთხოვნადი ადგილების რეიტინგი. ყველაზე ხშირად ტაქსებს სადგურებსა და აეროპორტებში წასასვლელად იძახებენ.

ქუთაისში სერვისის საშუალებით განხორციელებული მგზავრობების 3% ჭავჭავაძეზე „ოკრიბას“ ავტოსადგურზე მოდის, 1,5% კი კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტზე. ეს ბუნებრივია: ადამიანთა უმეტესობას, ვისაც კონკრეტული დროისთვის მისვლა და ბარგის გადატანა სჭირდება, სწრაფად და კომფორტულად მგზავრობა ურჩევნია. ჯამში წლის განმავლობაში ტაქსის მძღოლებმა 40 000-ზე მეტი მოგზაური გადაიყვანეს.

კიდევ ერთი პოპულარული მიმართულება საშოპინგო ადგილებია. სავაჭრო ცენტრ „გრანდ მოლამდე“ მგზავრობები 3 %-ს შეადგენს, სავაჭრო ცენტრ „კარფურამდე“ - დაახლოებით 2%-ს, ნიკეას ბაზრამდე კი თითქმის 1,4%-ს. ქალაქის მცხოვრებლები ტაქსის მაშინაც იძახებენ, როდესაც რესტორანში ან კაფეში წასვლას გეგმავენ. საზეიმო შემთხვევებში მათ სურთ შეინარჩუნონ ელეგანტური გარეგნობა, ამიტომ ტაქსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა ხდება. ავტომფლობელებსაც აქვთ მიზეზი, რომ არ დაჯდნენ საჭესთან — სად გაგონილა ბანკეტი ღვინის გარეშე? აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ყველაზე ხშირად რესტორან „ქალაქურში“ დადიან. ერთი წლის განმავლობაში ტაქსის მძღოლებმა იქ 14000-ზე მეტი მგზავრი მიიყვანეს. არის ტაქსის გამოძახებები სწრაფი კვების საოჯახო დაწესებულებებამდეც. მაგალითად, „მაკდონალდსში“ თითქმის ისევე ხშირად მიდიან, როგორც სადგურში, ოდნავ ჩამორჩება კაფე „ვენდისი და დანკინი“.

საინტერესოა, რომ ბევრი სტუდენტისთვის ტაქსით მგზავრობა ლექციებზე დროულად მისვლის საშუალებაა: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტამდე წელიწადში 20 000-ზე მეტი მგზავრობა განხორციელდა.

მთლიანი რეიტინგი ასე გამოიყურება: 1. ავტოსადგური „ოკრიბა“ (ჭავჭავაძეზე) 2. „მაკდონალდსი“ (ჭავჭავაძეზე) 3. გრანდ მოლი 4. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5. „კარფური“ 6. რესტორანი „ქალაქური“ (ნიკეაზე) 7. კოპიტნარის აეროპორტი 8. ნიკეას ბაზარი 9. „ვენდისი და დანკინი“ 10. იუსტიციის სახლი უნდა აღინიშნოს, რომ მგზავრობების აბსოლუტური უმეტესობა საცხოვრებელ მისამართებზე მოდის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები ყველაზე ხშირად მაინც ერთმანეთთან სტუმრად დადიან, და პოპულარული ადგილების თქვენი პირადი რეიტინგიც იმ სახლებისგან იქნება შემდგარი, სადაც ახლობლები ცხოვრობენ.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა