კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

6 თვეში ქუთაისში 784 600 ლარის ქონება გაიყიდა

2 აგვისტო, 2016 • ნესტან ჩაგელიშვილი • 30

6 თვეში ქუთაისში 784 600  ლარის ქონება გაიყიდა

ბიუჯეტის შესასრულებლად საჭიროა 2 715 400 ლარის ქონების გაყიდვა.

მიმდინარე წელს ქუთაისის ბიუჯეტში პრივატიზებისთვის 3 500 000 ლარია გათვლილი. რაც წინა წელთან შედარებით 700 000 ლარით მეტია. ადგილობრივ თვითმმართველობას საპივატიზაციო ნუსხაში 500–მდე ობიექტი აქვს, თუმცა ამ დროისთვის ელექტრონულ აუქციონზე არცერთი ობიექტი არ არის გატანილი.

6 თვის მონაცემებით მერიის ბალანსზე არსებული მხოლოდ 784 600 ლარის ქონება გაიყიდა, 5 თვის მონაცემებით კი აღნიშნული თანხა 461 477 ლარს შეადგენდა. დარჩენილ ექვს თვეში მერიამ წლიური გეგმის შესასრულებლად 2 715 400 ლარის ღირებულების ქონება უნდა გაყიდოს.

თეგები: გეგმამერიაობიექტი