ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უპურობა და კრიმინალური ამბები ძველი ქუთაისიდან

29 მაისი, 2017 • ირინა მაკარიძე • 1

უპურობა და კრიმინალური ამბები  ძველი  ქუთაისიდან

“25 მაისს, ღამით ვიღაც ქურდებს, გისპიტლის ქუჩაზე გაუტეხიათ წვრილი სავაჭრო დუქანი, საიდანაც 300-400 მანეთამდე ღირებული სხვა და სხვა საქონელი გაუტანიათ”- წერს გაზეთი “ჩვენი მეგობარი.

იმავე გვერდზე გაზეთი მეორე ფაქტის შესახებაც იუწყება, – “გუშინ ყაფანთან დააპატიმრეს ჯიბგირი, რომელმაც მუშას 60 მანეთი ამოართვა ჯიბიდან. დაპატიმრებული აღმოჩნდა სოფ. ჩუნეშის მცხოვრები, კაპიტან მიქაბერიძე”.

საუკუნისწინანდელი პრესის ფურცლებზე მსგავსი ფაქტები ხშირია, ეს კი დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ უკიდურეს გაჭირვებასთან -ამის შესახებ “ჩვენი მეგობარი”-ს მაისის ნომერში ვკითხულობთ:

“ქუთაისში პურის დიდი ნაკლებობაა. ფურნეებს დიდი ხალხი აწყდება ყოველ დღე და საათობით იცდის ხოლმე პურის მოლოდინში. გუშინ სამწუხარო ამბავს ჰქონდა ადგილი ერთ ფურნესთან: პურის საყიდლათ მოვიდა ერთი მენახშირე. გააჩერა ურემი და თვითონ ჩადგა რიგში. აქ ერთმა ჯიბგირმა მას ჯიბიდან 40 მანეთი ამოაცალა. მენახშირემ სიმწრისგან ჩოხა -ახალური შემოიხია ტანზე და ცხარე ცრემლებით დაიწყო ტირილი. თუმცა იმ დროს მან შენიშნა ის ჯიბგირი, მაგრამ მშველელი იქ არავინ იყო და ჯიბგირმაც თავისუფლად გაინავარდა”.

პრესაში მოხვდა სუიციდის ფაქტიც – ქალის თვითმკვლელობის მიზეზი მამის გარდაცვალება გამხდარა.

შეგახსენებთ, “ნიუპრესი“ ქუთაისში გამომავალ გაზეთებში ზუსტად 100 წლის წინ გამოქვეყნებულ ამბებს გაცნობთ.

ფოტოზე: ბაზრის ქუჩა ქუთაისში, ახლანდელი ნიუპორტის ქუჩა – ფოტო არქივი

მსგავსი: “არ გვინდა თავისუფლება- არ გვინდა ავტონომია?”

მიწის სოციალიზაცია -მიწა საზოგადო საკუთრებად გამოცხადდა

“დააპატიმრეს ორი ჯიბგირი, რომლებსაც მეეტლე გაუძარცვავთ”

“საშინელი ამბავი დატრიალდა შაბათს, 29 აპრილს ქუთაისში”

თეგები: კრიმინალისაინტერესო ამბებიუპურობა