შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

31 დეკემბერი, 2017 • ნიუპრესი • 262

ნანა ძაგნიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

პრიზის სახით 80 ათასი დოლარი გადაეცა.

საუდის არაბეთში სწრაფი ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, მსოფლიო ჩემპიონი კი ქართველი ქალი მოჭადრაკე, ნანა ძაგნიძე გახდა, რომელმაც 16,5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და პრიზის სახით $80 ათასი მიიღო.

გამარჯვების შესახებ ინფორმაცია მოჭადრაკემ თავის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.

ძაგნიძემ წელს ლატვიის დედაქალაქ რიგაში კლასიკურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.​

თეგები: სპორტი