ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ”

29 აპრილი, 2018 • ნიუპრესი • 1

“არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვანი-ხონის არჩევნების შედეგებს ეხმიანება.

“მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ!

სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში” – წერს სააკაშვილი.

ვანისა და ხონის 60-ვე უბნის წინასწარი მონაცემები ცნობილია. არჩევნებში ხმების უმრავლესობა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ მოიპოვა, მას ხმების 57.86% აქვს, გიგი უგულავამ კი 38,38% მოიპოვა.

თეგები: პოლიტიკა