შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ქუთაისის “აია” საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა

13 მაისი, 2018 • ნიუპრესი • 257

ქუთაისის “აია” საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა

ქუთაისის სარაგბო გუნდი თბილისის “ლოკომოტივთან” დამარცხდა.

დიდი 10-ის ფინალში ქუთაისის “აია” თბილისის “ლოკომოტივთან” 10-29 დამარცხდა.

ქუთაისის სარაგბო გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა.

დებიუტში ანგარიში საჯარიმოთი ქუთაისელმა ლოსაბერიძემ გახსნა, რაზეც წიკლაურმა ოთხი საჯარიმოთი და შკინინმა ლელოთი უპასუხა და საბოლოოდ თბილისელებმა გაიმარჯვეს.

შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა.

“აია” საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ბოლოს 2011 წელს იყო და მაშინ “არმიასთან” დამარცხდა, ხოლო ქვეყნის ჩემპიონი ბოლოს 1995 წელს გახდა.

თეგები: სპორტი