ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

6 ივნისი, 2018 • ნიუპრესი • 3

ზვიად პატარიძე  ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა

ზვიად პატარიძე მძიმე წონაში ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა. მან ფინალში თურქ ოსმან ილდირიმს 2:0 მოუგო.

ევროპის ჩემპიონატი თურქეთში იმართება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა პირველ დღეს სამი მედალი მოიპოვა. ნუგზარ წურწუმია 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. მან ფინალში მასპინძელი თურქეთის წარმომადგენელს, ერკემ ოზთურქს 11:8 მოუგო.

ლერი აბულაძემ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო. აბულაძემ ბრინჯაოს მედლისთვის გამართულ შეხვედრაში ლიტველ იუსტრას პეტრავიჩიუსი 7:4 დაამარცხა.

ამ შედეგით საქართველო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილს იკავებს. ქართველებს სამი მედალი აქვთ და მეორე საჭიდაო დღეს კიდევ სამი მედლის მოპოვების შანსი აქვთ.

თეგები: სპორტი