კვირა, 20 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხის ჩემპიონი გახდა

29 ივლისი, 2018 • ნიუპრესი • 213

ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხის ჩემპიონი გახდა

როგორც მანამდე ხურციძე აღნიშნავდა, მას ციხეში იდეალური პირობები ჰქონდა მოსამზადებლად.

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე ამერიკის ციხის ჩემპიონი გახდა. ამერიკული პრესის ინფორმაციით, ბრუკლინის ციხეში, წესების სრული დაცვით, კრივის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც “ჩაქუჩამ” ყველა შეხვედრა, ნახევარფინალის გარდა, ნოკაუტით მოიგო.

როგორც მანამდე ხურციძე აღნიშნავდა, მას ციხეში იდეალური პირობები ჰქონდა მოსამზადებლად. “ასეთი პირობები რომ მქონოდა ქუთაისში, ალბათ, მეტს მივაღწევდი”- წერდა ის ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

ავთანდილ ხურციძეს იმედი აქვს, რომ ციხეს მინიმუმ 2 წელიწადში დატოვებს. ცნობილია ასევე ის, რომ ხურციძე საქართველოს მთავრობას უყურადღებობაში ადანაშაულებს.

თეგები: სპორტიუცხოეთი