შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ქუთაისელი ლევან მოწონელიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

23 ოქტომბერი, 2018 • ნიუპრესი • 264

ქუთაისელი ლევან მოწონელიძე მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 77 მედალი მოიპოვა.

თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდში ქუთაისელი ლევან მოწონელიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ის ფინალში უკრაინის წარმომადგენელს შეხვდა და გაიმარჯვა.

თურქეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 77 მედალი მოიპოვა, აქედან 39 ოქროს, 18 ვერცხლის და 20 ბრინჯაოს მედალი.

პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი მოიპოვა – 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

18-21 წლამდელებმა ჯამში 24 მედალი – 8 ოქრო, 7 ვერცხლი და 9 ბრინჯაო.

ძირითადი ნაკრები (უფროსები) ჯამში 11 მედალი – 6 ოქრო, 3 ვერცხლი და2 ბრინჯაო.

თეგები: სპორტი