|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2016 წელს დედამიწის მოსახლეობა 7,3 მილიარდს მიაღწევს

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობა წელს 7,3 მილიარდს მიაღწევს. 2016 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში 7 295 889 256 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როდესაც გასულ წელს დედამიწის მოსახლეობის რიცხვი 78 მილიონით ნაკლები იყო. აღნიშნულ მონაცემებს აშშ-ის მოსახლეობის აღწერის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, 2016 წელს მოსახლეობის რაოდენობით პირველ ადგილს ჩინეთი შეინარჩუნებს, სადაც მილიარდ 367 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა კვლავ ინდოეთი მილიარდ 252 მილიონი მოსახლით, ხოლო მესამეზე აშშ 322 762 000 ადამიანით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი