2019 წელს იმერეთის ადმინისტრაციაში პრემია - დანამატებზე 65 550 ლარი გაიცა
2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ გაწეულმა ხარჯებმა ჯამურად 10,797,168 ლარი შეადგენა- ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს.
ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის ანაზღაურებამ 8 212 842 ლარი შეადგინა, რაც 1,411,749 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (6,801,093 ლარი) შედარებით.
ადმინისტრაციების სარგებლობაში ჯამში 81 ავტომობილია, რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 521,959 ლარი დაიხარჯა; კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი, 13 ავტომობილია იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სარგებლობაში.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა საწვავის შესაძენად 2018-2019 წლებში 1,109,683 ლარი დახარჯეს, რაც 234,575 ლარით მეტია 2016-2017 წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან (875,108 ლარი) შედარებით;
- წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება, სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებმა ჯამში 86,742 ლარი გაიღეს (2018 წელს - 51,411 ლარი, 2019 წელს კი - 35,331 ლარი). შედარებისათვის - 2017 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა 32,635 ლარი შეადგინა.
- წარმომადგენლობით ხარჯებზე ყველაზე დიდი ოდენობით თანხა (22,742 ლარი) სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დახარჯა, მას მოსდევს იმერეთის ადმინისტრაცია, 10 ათასი ლარით, 2018 წელს ამ ხარჯმა 9349 ლარი შეადგინა.
- 2018-2019 წლებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში შრომის ანაზღაურების სახით ჯამში 8,212,842 ლარი გაიცა (2018 წელს - 3,965,155 ლარი, 2019 წელს კი - 4,247,692 ლარი)
- ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 655,454 ლარი გაიცა (2018 წელს - 322,523 ლარი, 2019 წელს კი - 332,931 ლარი)
- 2018-2019 წლებში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ყველაზე დიდი ოდენობით თანხა კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიცა - 122,578 ლარი. იმერეთის ადმინისტრაციაში პრემია - დანამატებზე 65 550 ლარი გაიცა.
ავტორი: ნიუპრესი