თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბექა ლომთაძემ ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 61-კგ წონის კატეგორიის ფინალში რუსი მაგომედრასულ იდრისოვი 6:1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ქუთაისელმა მოჭიდავემ 1/8-ფინალში მოლდოველი მიჰაი ეშანუს მოუგო- 10:0. შემდეგ ეტაპზე, 1/4-ფინალში ამერიკელი ტილერ ლი გრაფი დაამარცხა- 3:1. ხოლო ნახევარფინალში ინდოელ რაჰულ ბალასაჰებ ავარეს 10:6 აჯობა. ბექა ლომთაძეს აქამდე 3 ფინალი ჰქონდა წაგებული- 2 ევროპისა და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე. ახლა კი დამსახურებულად მოიპოვა პრესტიჟული ტიტული.
ქუთაისელი ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა
22 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 2
თეგები: სპორტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები