ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

29 ოქტომბერი, 2019 • ირინა მაკარიძე • 3

ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა

ქუთაისის ჰოკეისტთა გუნდი საქართველოს ჩემპიონი გახდა. 25–27 ოქტომბერს თბილისში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ჰოკეიში ქალთა და მამაკაცთა გუნდებს შორის ქუთაისელმა ჰოკეისტებმა გაიმარჯვეს.

“ქუთაისელმა მამაკაცებმა 2 წლის შესვენების შემდეგ დაძაბულ ბრძოლებში დაიბრუნეს ჩემპიონობა, ქუთაისის ქალთა გუნდმა გამოცდილების ხარჯზე კვლავ შეინარჩუნა პირველობა. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეები გახდენ საკო დვალიშვილი და თამთა არუსია”, – განაცხადა ქალთა გუნდის მწვრთნელმა ავთანდილ თევდორაძემ.

მისი თქმით, ქუთაისის ქალთა ჰოკეისტთა გუნდი ‘’უქიმერიონი’’ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, თუმცა ჩემპიონატზე გასამგზავრებლად გუნდს დაფინანსების პრობლემა აქვს.

თეგები: სპორტი