სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სპორტი

ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა

27 დეკემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 4

ბექა ლომთაძე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქუთაისელი ბექა ლომთაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა. საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში თბილისში მიმდინარეობს.

შეჯიბრებები 10 წონით კატეგორიაში იმართება. მასში სპორტსმენები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ. 61კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი ქუთაისელმა ბექა ლომთაძემ მოიპოვა. 65 კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს კი, ქუთაისელი გიორგი ჭოლაძე დაეუფლა.

ჩემპიონატი 28 დეკემბერს დაიხურება.

თეგები: სპორტი