ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ისრაელიდან ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა კვლავ შეუძლიათ

24 აგვისტო, 2021 • ნიუპრესი • 12

ისრაელიდან ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა კვლავ შეუძლიათ

გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა.

ისრაელის საელჩოს ინფორმაციით, 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ისრაელის მთავრობამ საქართველო წითელი ზონის ქვეყნებიდან ამოიღო და ნარინჯისფერში გადაიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისრაელიდან ტურისტებს კვლავ შეუძლიათ საქართველოში ჩამოსვლა.

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებისას ისინი თვითიზოლაციას ან კარანტინს დაექვემდებარებიან.

გადაწყვეტილება ძალაში 1-ლი სექტემბრიდან შევა.

თეგები: საზოგადოება