საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდან, ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული, მათი ფასი კი საშუალოდ 60%-დან 80%-მდეა შემცირებული. ოფიოციალური ინფორმაციით, შემოსულია გალვუს მეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, იანუვია ტაბლეტი 100მგ, იანუმეტი ტაბლეტი 50მგ+1000მგ, ინსულინი ლანტუსი solostar ხსნარი საინექციო 100სე/1მლ 3მლ შპრიც-კალამი ფორქსიგა ტაბლეტი 10მგ ატაკანდი ტაბლეტი 16მგ, ბრილინტა ტაბლეტი 90მგ, დიოვანი ტაბლეტი 160მგ, კო-დიოვანი ტაბლეტი 160მგ+12.5მგ, კონკორი ტაბლეტი 10მგ, კრესტორი ტაბლეტი 20მგ, ტენორეტიკი ტაბლეტი 100მგ+25მგ, აკლასტა ხსნარი საინფუზიო 5მგ/100მლ, ფლაკონი ვოლტარენი ემულგელი გელი 1% 50გრ, ტუბი არიმიდექსი ტაბლეტი 1მგ, სიმბიკორტი ტურბოჰალერი ფხვნილი საინჰალაციო 160მკგ+4.5მკგ/1დოზა 60დოზა ფლაკონი. ამავე ინფორმაციის თანახმად, თურქეთიდან იმპორტირებული ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების სია ეტაპობრივად იზრდება და მათი შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს მასშტაბით არსებულ სააფთიაქო ქსელებში.
მედიკამენტები, რომლებიც ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, თურქეთიდანაა იმპორტირებული
14 მარტი, 2022 • ნიუპრესი • 9
ამ ეტაპზე, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტია შემოტანილი.
თეგები: საზოგადოება
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები